ბაქრაძე: არჩევნებში მონაწილეობა დამოკიდებულია მთლიანად ივანიშვილზე

This text is replaced by the Flash movie.

Thursday, May 24, 2012
News Making Money

დღეს ფლორიდას შტატი პრაიმერის უმასპინძლებს

31/01/2012 10:53 (114 დღე 04:25 minutes ago)

დღეს ფლორიდას შტატი რესპუბლიკურ პრაიმერის უმასპინძლებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამ არჩევნებმა კი შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევის პროცესში.  მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი და ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი წინა საპრეზიდენტო მარათონის ორი ფავორიტი კანდიდატია.  მეტნაკლებ აქტიურობას ინარჩუნებენ ყოფილი სენატორი პენსილვანიიდან რიკ სანტორუმი და ტეხასელი კონგრესმენი რონ პოლი.

უახლესი სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, რომნის დიდი უპირატესობა აქვს ფლორიდის ელექტორატში.  რომნი თავდასხმის მთავარ ობიექტად ახლა პრეზიდენტს ირჩევს:

რომნი:  "ადამიანებს უჭირთ და იცით რას გეტყვით? ამ პრეზიდენტმა ხალხის გულისტკივილი უნდა გაიგოს და შეისმინოს მათი გაჭირვების შესახებ.  მე ამერიკელებს ვეტყვი სიმართლეს და მოვუყვები თუ რამდენად ცუდად მიჰყავს პრეზიდენტს საქმე.  მან პირიქით, ყველაფერი გააუარესა.„

რომნის, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მხარდაჭერას უცხადებს კაცი, რომელიც ოთხი წლის წინ მას უპირისპირდებოდა:  სენატორი ჯონ მაკეინი.

მაკეინი: „რომნის სჯერა, რომ სამუშაო ადგილებს კერძო სექტორი ქმნის და არ ფიქრობს ისე, როგორც ობამა , რომელსაც მიაჩნია, რომ დასაქმება მთავრობის ხელშია.


რომნის მხარდამჭერები, ალეშია ჯორჯის მსგავსად, მზად არიან თავიანთი არჩევანი სამშაბათის პრაიმერიში დააფიქსირონ.

ამომრჩეველი: „ვფიქრობ, მას საზრიანობა, ბიზნეს გამოცდილება და საღი აზრი გააჩნია, და სწორედ ეს განასხვავებს მას ვაშიგტონში მოკალათებული პოლიტიკოსებისგან.“

ამ ფონზე, რომნის მთავარ მეტოქედ ნიუტ გინგრიჩი რჩება, რომელიც კამპანიას ააგრძლებს და გამკითხვბის უარყოფით მონაცემებს არ ეპუება.  ერთერთი ამომრჩეველი, რომელიც ქალაქ ორლანდოს ერთერთ ესპანურენოვან უბანშჲ ცხოვრობს, ამბობს რომ მისი გადაწყვეტილება მარტივად აიხსნება:

ამომრჩეველი: „ჩვენმა შტატმა 1996 წელს ზომიერი მიმართულების კანდიდატს დაუჭირა მხარი.  სამაგიეროდ წავაგეთ.  შემდეგ იყო 2008 წელი, როცა ისევ ზომიერი გეზის პოლიტიკოს ამოვუდექით მხარში.  მანაც ვერ მიაღწია გამარჯებას.  ამიტომაც, ახლა ვფიქრობ, რომ მხარი  კონსერვატორ კანდიდატს უნდა დავუჭიროთ, რომელიც ბარაკ ობამა ს დაუპირისპირდება და დაამარცხებს.

კონსერვატორი ელექტორატის ნაწილი გინგრიჩსაც უჭერს მხარს.

ამომრჩეველი: „ის ძალიან ძლიერი ლიდერია, მტკიცე ხასიათით.  ყველაფერს საკუთარი შეხედულებისდა მიხედვით აკეთებს.  მაგამ მთავარია, რომ როგორც ის იქცევა დღეს, ანალოგიურად იმუშავებს ხელისუფლებაში მოსვლისას.“

რამდენიმე დღის წინ, ბატონმა გინგრიჩმა ყოფილი მეტოქის და ახლა უკვე ასევე ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის ჰერმან კეინის მხარდაჭერა მიიღო.

თუმცა, ორლანდოში, ქუინიპიაკის უნივერსიტეტის მკვლევარი პიტერ ბრაუნი ამბობს, რომ ფლორიდა მაინც რომნის მხარეზეა.

ბრაუნი: „ამ შტატში, რესპუბლიკელი ამომრჩეველი  ზუსტად იმავეს ითხოვს, რასაც ისინი სხვაგან მოითხოვენ. ისინი რჩეულში საკუთარი ინტერესების და ღირებულებების თანხვედრას ელიან, პიროვნებას, რომელიც შეძლებს ბარაკ ობამა ს დამარცხებას.“

პიტერ ბრაუნის განცხადებით,  ფლორიდაში, რესპუბლიკელი კანდიდატის ბედი გადაწყდება.

დღეს კი, პრაიმერის წინა დღეს, გამოკითხვები და ელექტორატის დამოკიდებულება, რომნის მხარეს იხრება, თუმცა არ დაგვავიწყდეს რომ რესპუბლიკელების მიმდინარე წინასაარჩევნო სრბოლას,  ხშირად მოულოდნელი და ქაოტური შედეგები მოჰყოლია. 

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
ბაქრაძე: არჩევნებში მონაწილეობა დამოკიდებულია მთლიანად ივანიშვილზე

24/05/2012 11:50 (03:28 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy.jpg

civil.ge -- პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „მთლიანად“ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობას მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით ყველა პრობლემა მოხსნა.

დაწვრილებით...
ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (1 დღე 01:23 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group