| ირანის ოპოზიცია თებერვლისთვის მდუმარე მსვლელობას გეგმავს |
|
01/02/2012 11:01 (113 დღე 04:21 minutes ago) | ||||||||||||
|
ირანის ოპოზიციური გაერთიანება გამოვიდა მოწოდებით, 14 თებერვალს თეირანში და სხვა ქალაქებში გაიმართოს მდუმარე მსვლელობა.
იმედის მწვანე გზის სახელით ცნობილი გაერთიანების საკოორდინაციო საბჭოს უებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ მთავრობის არაკომპტენტურობამ ირანი მიიყვანა ქვეყნის ინტერსების და რესურსების სრულ გაფლანგვამდე.
მსვლელობის გამართვა იგეგმება შარშანდელი გამოსვლების წლისთავის დღეს. შარშან 14 თებერვალს ათეულათასობით ადამიანი მონაწილობდა გამოსვლებში, რასაც ოპოზიციის ლიდერების, მუსაუის და ქარუბის შინა პატიმრობაში მოთავსება მოჰყვა.
მოძრაობის წარმომადგენლის, არდეშირ ამირ არჯომარდის თქმით, ხელისუფლებამ, რომელიც აქებდა ეგვიპტისა და ტუნისის დემონსტრაციებს, უნდა მისცეს ნება ირანელებს, საჯაროდ გამოხატონ პროტესტი.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



