ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

This text is replaced by the Flash movie.

Thursday, May 24, 2012
News Making Money

მორიგ პრაიმერში კვლავ მიტ რომნი ლიდერობს

ავტორი ოთო დალაქიშვილი, ნეტგაზეთი

01/02/2012 15:55 (112 დღე 23:29 minutes ago)

mitt-romney.jpg

გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, აშშ–ში, ფლორიდის შტატში, გამართულ მორიგ პრაიმერში მასაჩუსეტსის ყოფილმა გუბერნატორმა, “რესპუბლიკელმა” მიტ რომნიმ გაიმარჯვა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

აღნიშნულ პრაიმერში მიტ რომნი ხმათა 46,4 პროცენტით პირველ ადგილზე გავიდა. რაც შეეხება მის კონკურენტებს, ნიუტ გინგრიჩმა – 31,9 პროცენტი, ხოლო რონ პოლიმ 7 პროცენტი აიღო.

პრაიმერში გამარჯვებული 64 წლის მიტ რომნი გარდა იმისა, რომ მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორია,  წარმატებული ბიზნესმენიც არის. მან დააარსა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ფირმა „ბეინ კეპიტალი“. რომნი არჩევნებში უკვე მონაწილეობდა 2008 წელს, მაგრამ მაშინ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ჯონ მაკკეინი გახდა.

მიტ რომნი არაერთხელ გამოსულა კრიტიკულად პრეზიდენტ ბარაკ ობამა ს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. მის რიტორიკაში იგრძნობა ამერიკული კონსერვატიზმი.

“დღევანდელი მთავარი უბედურება არის უმუშევრობა, სახლების დაკარგვა და გაკოტრება. ეს არის ობამა ს უბედურების ინდექსი, რომელმაც უკვე რეკორდულ დონეს მიაღწია. ამერიკელებისთვის სამუშაოს დაბრუნება, ლაპარაკზე უფრო მეტად ქმედება და ახალი პრეზიდენტი სჭირდება,“ – განაცხადა რომნიმ ერთ–ერთ გამოსვლაში.

აღსანიშნავია რომ მიტ რომნიმ გამარჯვება თავდაპირველად ნიუ-ჰემპშირის შტატში მოიპოვა, თუმცა 21 იანვარს სამხრეთ კაროლინაში გამართული რესპუბლიკური პრაიმერი წააგო. მან მხოლოდ 27 პროცენტის დაგროვება მოახერხა, ხოლო შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნიუტ გინგრიჩმა ხმების 40 პროცენტი მოიპოვა.

მაშინ ანალიტიკოსები თვლიდნენ, რომ მიტ რომნი სამხრეთ კაროლინის პრაიმერს ადვილად მოიგებდა, თუმცა მის წინააღმდეგ ძლიერი კამპანია დაიწყო და ამან მიტ რომნის ფინანსური საკითხები ეჭვქვეშ დააყენა.

თუმცა ფლორიდის შტატის პრაიმერში გამარჯვებამ მას კვლავ დაუბრუნა ლიდერის სტატუსი.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 6 ნოემბერს გაიმართება.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
ბაქრაძე: არჩევნებში მონაწილეობა დამოკიდებულია მთლიანად ივანიშვილზე

24/05/2012 11:50 (03:34 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy.jpg

civil.ge -- პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „მთლიანად“ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობას მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით ყველა პრობლემა მოხსნა.

დაწვრილებით...
ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (1 დღე 01:29 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group