
ეგვიპტის ქალაქ პორტ-საიდში, ფეხბურთის მატჩის დროს გულშემატკივრების დაპირისპირებას 74 ადამიანი ემსხვერპლა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც ინტერპრესნიუსი იუწყება, BBC-ის ცნობით, მატჩი ადგილობრივ კლუბ "ალ-მასრისა" და ქაიროს "ალ-ახლის" შორის მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
თვითმხილველების ცნობით, ატმოსფერო სტადიონზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც დედაქალაქის კლუბის გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე შეურაცხმყოფელი პლაკატები აღმართეს.
საფინალო სასტვენისთანავე მოედანზე "ალ-მასრის" გულშემატკივრები შეცვივდნენ და წაგებული გუნდის მოთამაშეებსა და მათ მომხრეებს თავს დაესხნენ.
ქვეყნის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. ფეხბურთელთა ევაკუაცია სტადიონიდან ორი სამხედრო ვერტმფრენით განხორციელდა. დაღუპულთა შორის რამდენიმე პოლიციელია.
პორტ-საიდში მომხდარი არეულობის გამო, ქაიროში მიმდინარე მატჩი შეწყდა და დაგეგმილები გადაიდო.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა "ფიფას" პრეზიდენტი, იოზეფ ბლატერი. მისი თქმით, მომხდარით აღშფოთებულია.
"ეს ფეხბურთის ისტორიაში შავი დღეა. ამგვარ კატასტროფულ სიტუაციას ადგილი აღარასოდეს უნდა ჰქონდეს", - აღნიშნა ბლატერმა.
სტადიონზე მომხდარი არეულობის განსახილველად, ეგვიპტის პარლამენტში დღეს, საგანგებო სხდომა გაიმართება.
Related Stories