ACT-ის მონაცემებით თბილისელების 51 პროცენტი ნოკიას ბრენდის მობილურს ფლობს

This text is replaced by the Flash movie.

Thursday, May 24, 2012
News Making Money

ევროზონაში 16,5 მილიონი უმუშევარია

ავტორი ნეტგაზეთი

03/02/2012 13:27 (111 დღე 02:08 minutes ago)

eurozone_copy_copy.jpg

ევროზონაში უმუშევრბის რაოდენობამ ახალი ისტორიული რეკორდი მოხსნა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

2011 წლის დეკემბერში, უმუშევრობის დონე 10,4 პროცენტს გაუტოლდა, რაც იმას  ნიშნავს, რომ ევროზონის 17 ქვეყანაში უმუშევარი 16,5 მილიონი ადამიანია. ეს ციფრი ნოემბრის მაჩვენებელს 751 ათასით აღემატება. ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე ესპანეთშია – 22,9 პროცენტი და ყველაზე დაბალი ავსტრიაში – 4,1 პროცენტი. 2010 წლის შემდეგ ევროზონაში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 3 პროცენტით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკით გასულ წელს ევროზონაში სამსახურს 23,8 მილიონი ადამიანი ეძებდა, რაც მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილის 9,9 პროცენტს შეადგენს.

უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე საბერძნეთში, ესპანეთში და კვიპროსზე დაფიქსირდა. ამ ფონზე, ლატვია, ლიტვასა და ესტონეთში უმუშევრობის შემცირების ტემპი გაიზარდა.

ექსპერტების შეფასებით, ევროზონაში 2012 წელს უმუშევრობის დონე აიწევს. დასაქმების და სამუშაო ძალის ზრდის საკითხი ამ კვირაში ბრუსელში გამართული ევროზონის სამიტის მთავარი თემა იყო. იმისთვის, რომ მოხდეს ეკონომიკის სტრიმულირება, ევროკავშირის  ლიდერმა ქვეყნებმა, გადაწყვიტეს რომ 80 მილიარდი ევრო მილიონი სამუშაო ადგილის შესაქმნელად დახარჯონ. სამიტზე გადაწყდა, რომ ქვეყნებმა ევროზონის საბიუჯეტო სტაბილურობას ხელი შეუწყონ, რათა ახალი ფინანასური კრიზისი თავიდან აიცილონ. ამ გადაწყვეტილებას არ შეუერთდა ბრიტანეთი  და  ჩეხეთი. ევროკავშირის ქვეყნებმა ჯერ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება საბერძნეთთან დაკავშირებით. ამ ქვეყნის ეკონომიკა დაგროვილი ვაელბის გამო, კრიზისს განიცდის. კრედიტორებთან ჯერჯერობით ეტანხმება მიღწეული არ არის და საბერძნეთის დეფოლტის საფრთხე ისევ არსებობს.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
ბაქრაძე: არჩევნებში მონაწილეობა დამოკიდებულია მთლიანად ივანიშვილზე

24/05/2012 11:50 (03:45 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy.jpg

civil.ge -- პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „მთლიანად“ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობას მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით ყველა პრობლემა მოხსნა.

დაწვრილებით...
ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (1 დღე 01:40 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group