წყალდიდობის გამო აღმოსაველთ ავსტრალია სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა, იუწყება ინტერპრესნიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, წყალდიდობის გამო, კვნინსლენდის 11 ათასზე მეტი მოსახლე და ახალი უელსის 7 ათასი მობინადრე გარე სამყაროსგან იზოლირებულია.
კვინსლენდის ხელისუფლებამ დახმარებისთვის ავსტრალიის საჰაერო ძალებს მიმართა, რათა მოსახლეობა წყალდიდობას ვერტმფრენებით გაარიდონ.
წყალმა ქალაქ რომას ის საევაკუაციო ცენტრიც დატბორა, რომელშიც მოსახლეობა გადაიყვანეს დატბორილი სახლებიდან. რომას ქუჩებში წყლის დონე 8.5 მეტრს აღწევს.
პოლიცია ამ დრომდე ეძებს ერთ მოქალაქეს, რომელიც მოვარდნილმა წყალმა მანქანიანად წაიღო.
ქალაქ მიტჩელის ტერიტორიის 75 პროცენტი წყალქვეშ მოექცა, რომლის მოსახლეობამ საევაკუაციო ცენტრში გადასვლა მოასწრო.
პრევენციული ღონისძიებების მიზნით, ძლიერი წვიმის გამო, აღმოსავლეთ ავსტრალიაში ოთხი ნახშირმომპოვებული მაღარო დახურეს, რათა ნიაღვარმა არაფერი დააზიანოს.
Related Stories