თქვა თუ არა ივანიშვილმა უარი პოლიტიკურ გეგმებზე?

This text is replaced by the Flash movie.

Thursday, May 24, 2012
News Making Money

პრეზიდენტმა ობამამ რელიგიაზე ისაუბრა

04/02/2012 10:20 (110 დღე 05:19 minutes ago)

barack-obama_copy.jpg

პრეზიდენტმა ბარაკამ ობამა მ განაცხადა, რომ რელიგიური მრწმასი პოლიტიკის განსაზღვრაში ეხმარება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამის შესახებ მან თეთრ სახლში რელიგიური ლიდერებისთვის გამართულ ყოველწლიურ საუზმეზე განაცხადა. „ ამერიკის ხმის “ კორესპონდენტი კენტ კლეინი აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა.

თეთრ სახლში ყოვეწლიურად რამდენიმე ათასი რელიგიური ლიდერი იკრიბება. მათი რაოდენობა 3500-დან 4000-მდე მერყეობს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, პოლიტიკოსის ჩამოყალიბებაში სწორედ რელიგიური ღირებულებები თამაშობს დიდ როლს.

„ლოცვის დროს მუდამ მახსოვს, რომ  რწმენა და ფასეულებები უდიდეს როლს თამაშობს ჩვენს მოტივაციაში სასწრაფო პრობლემების გადაჭრის მომენტში,“ - განაცხადა პრეზიდენტა.

მისი თქმით, მისი მოწოდება მდიდარი ამერიკელების მიმართ მაღალი გადასახადების გადახდის შესახებ პრაქტიკულად რამდენიმე რელიგიის სწავლებაზეა დაფუძნებული.

„ეს თანხვდება იესოს მოძღვრებას, რომლის თანახმადაც, როგორც გასცემთ, ისე მოგეზღვებათ. ეს ასახავს ასევე ისლამურ რწმენას, რომ ვისაც სურს მადლის მიღება, ის უნდა დაეხმაროს სხვებს და ასევე ებრაულ დოქტრინას სხვების დახმარების შესახებ,“ - განაცხადა ბარაკ ობამა მ.

ზოგიერთი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ რელიგიურ ლიდერთა საუზმეზე გაკეთებული განცხადებები რესპუბლიკელთა ფავორიტი კანდიდატის მიტ რომნის მისამართით იყო გათვლილი, რომელმაც „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მთავარი სამიზნე ამერიკის საშუალო ფენის ეკონომიკური სიძლიერეა, ხოლო სამთავრობო პროგრამები კი ღარიბებზეა გათვლილი.

„მე არ მაწუხებს ძალიან ღარიბების ბედი. ჩვენ იქ უსაფრთხოების ბადე გვაქვს. თუკი მას დასჭირდება შეკეთება, მე მას შევაკეთებ. მე ასევე არ მაწუხებს ძალიან მდიდრების ბედი. ისინი კარგად გრძნობენ თავს. მე მაწუხებს ამერიკის გული, ამერიკელთა 90-95 პროცენტი, რომლებიც ახლა იბრძვიან გადარჩენისთვის და ეს არის ჩემი გზავნილი მთელი ერისთვის,“ - განაცხადა რომნიმ.

თეთრ სახლში გამართულ საუზმეზე ბარაკ ობამა მ ასევე განაცხადა, რომ მისი რელიგიური მრწამსი საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში ეხმარება. მან ამის მაგალითად მოიყვანა თავის პოზიცია, რომ ამერიკული დახმარებები არ უნდა შემცირდეს, ასევე გაიხსენა უგანდაში დატრიალებული საშინელი ტრაგედია და ადამიანთა ტრეფიკინგის პრობლემა მთელ მსოფლიო ში.

„ეს არ არის უბრალოდ ალიანსების გაძლიერების საკითხი ან დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა ან ამერიკის ლიდერობა მსოფლიო ში, თუმცა ყველა ეს საკითხი მნიშვნელოვანია და ჩვენთვის უსაფრთოების განმსაზღვრელია. ამას აქვს ასევე ბიბლიური დატვირთვა, რომ ზრუნავდე სხვებზე, ზრუნავდე საზოგადოებიდან გარიყულებზე,“ - განაცხადა ბარაკ ობამა მ.

პრეზიდენტმა, რომლის ბაბუაც კენიელი მუსლიმი იყო, განაცხადა, რომ ის არარელიგიურ ოჯახში გაიზარდა და მას ქონდა დაეჭვების და დაბნეულობის პერიოდი ვიდრე ქრისტიანობას მიიღებდა. როგორც ბარაკ ობამა მ განაცხადა, ის ხშირად მიმართავ ღმერთს, რათა დაეხმაროს, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ქვეყნის პრეზიდენტობაში.

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
ბაქრაძე: არჩევნებში მონაწილეობა დამოკიდებულია მთლიანად ივანიშვილზე

24/05/2012 11:50 (03:49 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy.jpg

civil.ge -- პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „მთლიანად“ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობას მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით ყველა პრობლემა მოხსნა.

დაწვრილებით...
ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (1 დღე 01:44 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group