| ევროკავშირის ქვეყნებს შეუმცირდათ რუსეთიდან გაზის მიწოდება |
|
04/02/2012 11:04 (110 დღე 04:35 minutes ago) | ||||||||||||
![]() ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირის წევრ რვა ქვეყანას (ავსტრიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, უნგრეთს, იტალიას, პოლონეთს, რუმინეთსა და სლოვაკეთს) შეუმცირდა რუსეთიდან გაზის მიწოდება, რაც განსაკუთრებით პრობლემურია უჩვეულოდ ძლიერი ყინვების გამო.
ევროკომისიის მონაცემებით, მაგალითად, ავსტრიას მიეწოდება 30 პროცენტით, იტალიას კი 24 პროცენტით ნაკლები ბუნებრივი აირი.
რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ ხუთშაბათს განაცხადა, რომ პირიქით, გაზრდილი აქვს გაზის მიწოდება არა მარტო ევკავშირის ქვეყნებისათვის, არამედ ბელორუსიისა და უკრაინისთვისაც. „გაზპრომი“ უკრაინა ს ადანაშაულებს რუსეთის ევროპელი კლიენტებისათვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის ნაწილის მითვისებაში.
უკრაინა კი თავის მხრივ, აცხადებს, რომ რუსეთმა შეამცირა გაზის ექსპორტი. უკრაინა ზე ტრანზიტით გადის ევროკავშირში რუსეთის გაზის ექსპორტის 80 პროცენტზე მეტი.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|




