World Politics Review: ნატოს მოკრძალებული სამიტი ჩიკაგოში

This text is replaced by the Flash movie.

Thursday, May 24, 2012
News Making Money

ევროპული ზამთარი მსხვერპლით

ავტორი ნეტგაზეთი

08/02/2012 16:37 (105 დღე 23:11 minutes ago)

winter-cold-kills-people-in-central_europe.jpg

მინიმუმ 250 ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ყინვები გამო, მათ შორის, 135 უკრაინა ში, სადაც ხელისუფლებამ რამდენიმე დამატებითი სასწრაფო ჰოსპიტალები და 3000 ტენტი განალაგა ქვეყნის მასშტაბით.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

კარვები თბება და ადამიანებს, რომელთაც წასასვლელი არ აქვთ, შეუძლიათ საკვებისა და სასმელის მიღება.

კიევში 14 000–ზე მეტი უსახლკაროა, ისინი ყველაზე დაუცველები არიან ზამთრის დროს. დაახლოებით 2000 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია 27 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც აცივდა. ხოლო ელექტროენერგიის მოხმარება კი საოცრად მაღალია, განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ბოიკომ.

ბოსნიაში, როგორც იქნა, მიაღწიეს თოვლის გამო იზოლირებულ ერთ-ერთ სოფლამდე, რასაც 5 დღის მანძილზე ცდილობდნენ. მოსახლეობა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში პოტენციური ზვავის შესახებ გააფრთხილეს.

50–ზე მეტი უსახლკარო დაიღუპა პოლონეთში ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე. რუსეთის მთავრობის განცხადებით, 64 ადამიანი დაიღუპა რუსეთში სიცივის გამო.

ცივი ჰაერის მასების შემოსვლა ციმბირიდან გრძელდება. ბოსნიაში, მაკედონიაში და სერბეთში კიდევ ელიან თოვლის ახალ ნაკადს.

სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში გაცილებით დიდი თოვლია მოსალოდნელი, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში. მეტეოროლოგების განცხადებით, ზამთრის საშუალო ტემპერატურა გაცილებით დაბალია ჩვეულებრივთან შედარებით.

რუმინეთში 39 ადამიანი დაიღუპა თოვლის გამო. იტალიაში, მილანში, სილვიო ბერლუსკონის სასამართლო პროცესი გადაიდო, ვინაიდან სასამართლო დარბაზი ვერ გათბა.

მეტეოროლოგების განცხადებით, ცივი და მოღრუბლული ამინდი ევროპაში მთელი კვირის მანძილზე გაგრძელდება.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
ბაქრაძე: არჩევნებში მონაწილეობა დამოკიდებულია მთლიანად ივანიშვილზე

24/05/2012 11:50 (03:58 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy.jpg

civil.ge -- პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „მთლიანად“ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობას მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით ყველა პრობლემა მოხსნა.

დაწვრილებით...
ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (1 დღე 01:53 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group