| ისრაელში საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს |
|
08/02/2012 17:35 (105 დღე 22:13 minutes ago) | ||||||||||||
|
ისრაელში დღეს საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც ქვეყნის უდიდესი პროფკავშირია.
დახურულია აეროპორტები და პორტები. არ მუშაობს რკინიგზა და ბანკები , მათ შორის ისრაელის ნაციონალური ბანკი. დახურულია სახელმწიფო დაწესებულებბიც. გაფიცვა უვადოდაა გამოცხადებული. დღის განმავლობაში მხოლოდ თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტი განაახლებს მუშაობას - სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად.
გაფიცვის მიზეზი გახდა დავა პროფკავშირებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის იმ მუშაკების სამუშაო პირობების შესახებ, რომელთა დაქირავებაც შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხდება.
წინასწარი შეფასებებით, 24 საათიანმა გაფიცვამ ისრაელის ეკონომიკას შეიძლება დღეში 500 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენოს.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



